ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ორი წევრი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ახალგაზრდა ლუკა გადელია (60კგ) მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი რეისი დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში გასასვლელად უზბეკეთის წარმომადგენელ შუკურჯონ ამინოვას დაუპირისპირდება.

ტურნირზე მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს ახალაგაზრდა ლუკა გადელია (60კგ).

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.