ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა

ირანი

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ამის შესახებ შუამავალი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი სეიდ ბად ალბუსაიდიმი აცხადებს.

მისი განცხადებით, მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ტექნიკურ დონეზე მომავალ კვირას, ვენაში განახლდება.

ცნობისთვის, სეიდ ბად ალბუსაიდიმი დღეს ვაშინგტონში ჩადის, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება.