ლევან საგინაშვილმა მეტოქე 5:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

ჰალკი

ჩიკაგოში, მკლავჭიდში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე, 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ, 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო.

ისინი პირველად ერთმანეთს 2023 წელს შეხვდნენ და მაშინ ლევანმა უმძიმეს ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა.