კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ბარსელონა“ რაფინიასა და ფერან ტორესს შეელევა, ოსიმენის გამო „ნაპოლიში“ განხეთქილებაა - Football Transfers

კვარაცხელია

„ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას იწვევს, ხოლო „ნაპოლის“ შემადგენლობაში სერიოზული განხეთქილებაა, – ამის შესახებ წერილს fFootball Transfers აქვეყნებს.

„სერია A-ს მოქმედ ჩემპიონს რთული სეზონი ელოდება, რადგან ტიტულის დაცვას ვერ ახერხებენ – „პარტენოპეი“ ცხრილში მეცხრე ადგილზეა, გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლიდან“ სეზონის მსვლელობისას მეორე მწვრთნელი, ვალტერ მაძარიც გაათავისუფლეს. ნიგერიელი ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენმა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა (მისი გამოსყიდვა 130 მილიონი ევრო დაჯდება), იტალიურ კლუბს ზაფხულში დატოვებს. ოსიმენის წასვლა კი, სავარაუდოდ, კლუბში არეულობაში შეიტანს. ამან უკვე გამოიწვია კლუბში „სამოქალაქო ომი“.

ყოველ შემთხვევაში, ასე იტყობინება Corriere della Sera, რომელიც ამტკიცებს, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელები დაიღალნენ იმით, რომ მოთამაშეთა ნაწილს შეღავათიანი პირობები აქვთ. ოსიმენი კი ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელი მიმდინარე სეზონში კარგად არ თამაშობს, ახალი კონტრაქტით აჟიტირებულია, აფრიკის თასიდან გვიან დაბრუნდა და ფორმაში არ არის. ასეთ დროს ოსიმენის გამორჩევა მის თანაგუნდელებს აწუხებთ.

მუდმივმა არეულობამ, რომელმაც ამ სეზონში „ნაპოლი“ მოიცვა, ბუნებრივია, უარყოფითად იმოქმედა ყველაზე, მათ შორის კლუბის უდიდეს ვარსკვლავებზე. მომავალთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიაც გაურკვევლობაშია. ესპანური მედიის ცნობით, ქართველი ჯადოქარი „ბარსელონამ“ ფლანგების გასაძლიერებლად სასურველ ვარიანტად დაასახელა და მისი შეძენა ზაფხულში სურს. გამოვა თუ არა ეს გარიგება, უცნობია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს ტრანსფერი იაფი არ იქნება.

კონკრეტულად როგორ აპირებს „ბლაუგრანა“ ამის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხადია, რომ თანხების მოძიება იქნება საჭირო. „ბარსელონას“ მოუწევს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა – რაფინია და ფერან ტორესი არიან მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა, გაუშვან. თუმცა, კვარადონასთან გარიგების დასასრულებლად კატალონიელებს საჭირო რესურსების მოძებნა მაინც გაუჭირდებათ“, – წერს გამოცემა Football Transfers.