ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1767611863
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული მოთამაშეები Sofascore-მა დაასახელა.
ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა წლის სიმბოლური გუნდი 4-3-3 სათამაშო სქემით შეადგინა და არჩევანი ლიგა 1-ში პოზიციების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგულ ფეხბურთელებზე შეაჩერა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბის საშუალო შეფასება 7.07 ქულაა, რაც საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე მოთამაშეებს შორის საუკეთესოა.
საფრანგეთში ჩემპიონატი 2 იანვარს განახლდა. სატურნირო ცხრილს 40 ქულით „ლანსი“ ლიდერობს, მას ოთხი ქულით ჩამორჩება „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე „პარიზს“ უმასპინძლებს.