პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაზეთმა „დარიო ასმა“ „ნაპოლის“ შეტევის წყვილზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიკტორ ოსიმენზე წერილი გამოაქვეყნა – „კვარა-ოსი, რომელი პლანეტიდან ხართ?“ და ქართულ-ნიგერიულ დუეტს საოცნებო წყვილი უწოდა.
„ამ საოცნებო წყვილს „ნაპოლი“ სკუდეტოს გამარჯვებამდე მიჰყავს. „სასუოლოსთან“ „ნაპოლიმ“ გამარჯვება ამ ორი თავდამსხმელის ფანტასტიკური გოლებით მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. ნეაპოლელებს ჩემპიონობა თითქმის „ჯიბეში“ აქვთ. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოდის, რაც ტურნირის ნამდვილი სიურპრიზია“, – წერს ესპანური გამოცემა.
კვარაცხელიას და ოსიმენის დუეტის შედეგიანობა უდავოდ გასაოცარია. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ლიგაში 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ქართველმა კი სერია A-ში პირველივე სეზონში უკვე 10 გოლი გაიტანა (პლუს 9 საგოლე გადაცემა), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც ემატება.
„ამ დუეტის მუდმივი სპექტაკლებით ემოციებს და აღტაცებას არ მალავენ, არამარტო იტალიური, არამედ, ევროპული მედიის წარმომადგენლებიც და ტაშს შორიდან უკრავენ. ესპანეთში „ნაპოლიზე“ გიჟდებიან. მადლობა ლუჩანო სპალეტის. ველოდებით ფრანკურტის „აინტრახტს“, – ეს უკვე ფრაგმენტია „კორიერე დელო სპორტის“ წერილიდან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ნაპოლი“ „აინტრახტს“ დაუპირისპირდება – 1/8-ფინალის პირველ შეხვედრას 22 თებერვალს ფრანკურტი უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:50 საათზე დაიწყება.