გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ტონი კროოსი ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად პსჟ-ს ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.
"ოქროს ბურთი? ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია ამ ჯილდოს უდავო ფავორიტია. მსოფლიო ჩემპიონატის ოთხივე მოთამაშეს მესის, ბელინგემს, მბაპესა და როდრის საკლუბო დონეზე საშუალო სეზონი ჰქონდათ.
კვარა საუკეთესო მოთამაშეა, თანაც გასულ სეზონსა და ამჟამადაც მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო გუნდიდან", - განაცხადა კროოსმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
Khvicha #Kvaratskhelia bald Ballon d'Or-Gewinner? ⚽️
— Sky Sport (@SkySportDE) August 20, 2026
Wenn es nach Toni Kroos geht, hätte es der georgische PSG-Star verdient! 🔥 pic.twitter.com/0fEoSRFfse