გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
1787241485
ე.წ. ალიანსის ჩამოყალიბება როდესაც მოხდა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს სრული აბსურდი იყო, თითქოს, ე.წ რადიკალური ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლას აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკური ძალების მიზანი დაფინანსების სანაცვლოდ, გარე ძალებისგან დავალებები მიეღოთ და შეესრულებინათ.
„რეალურად ეს ალიანსი იყო სრული ფარსი. უბადრუკი და არარაობა სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ბოლოდროინდელი პოსტებით ამტკიცებს, რომ წლების განმავლობაში მის გვერდით მყოფი თანამებრძოლები, მისი გუნდის წევრები როგორი უბადრუკები და არარაობები არიან. წლების განმავლობაში ისინი ფულზე გაყიდული აგენტები იყვნენ, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მათ საკუთარი პოლიტიკური ხედვები არასდროს ჰქონიათ. ისინი ყოველთვის გარე დავალებების შემსრულებლები იყვნენ და ხან ერთ და ხან მეორე ძალაზე იყიდებოდნენ. სააკაშვილს პრინციპში მადლობა ეკუთვნის იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ გამოამზეურა წლების განმავლობაში გვერდით როგორი თანამოაზრეები ჰყავდა. ის ხალხი, რომელსაც გუნდს უწოდებდა, რა ადამიანებით იყვნენ დაკომპლექტებული.
რეალურად ამ ადამიანებს სააკაშვილია კომპლექსი აქვთ. გვარამ სცადა სააკაშვილისგან დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება და სააკაშვილი კიდეც გააკრიტიკა. ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ როგორი არარაობაა სააკაშვილთან შედარებით. მცდელობა, რომ სააკაშვილის კომპლექსისგან გათავისუფლდნენ, წარუმატებელია, რადგან პოლიტიკური და აგენტურული საქმიანობა როდესაც დაიწყეს, მათ თავიანთი ქვეყანა დააზიანეს. სააკაშვილის წამოჩიტული ბიჭები და გოგოები არიან. ამ კომპლექსს და ამ ისტორიას ისინი ვერასდროს დააღწევენ თავს. რეალურად ეს ერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა ჰქონდა – დაფინანსების სანაცვლოდ, გარე დავალებები და კონკრეტული ამოცანები მიეღოთ და ეს ამოცანები შეესრულებინათ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ეს იყო მათი ერთადერთი მრწამსი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამწუხაროდ გარკვეულწილად განახორციელეს და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მათი მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.
გვარამია იყო შედარებით მაღალანაზღაურებადი აგენტი. ახერხებდა, რომ გაცილებით მეტი შემოსავალი მიეღო და ეს ფაქტია. ეს ადამიანები წლებია, გარე დაფინანსებას იღებდნენ და ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო. ამ თანხებს იმის სანაცვლოდ იღებდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ემოქმედათ და ჩვენი სახელმწიფო დაეზიანებინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ახლა ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად ერთმანეთზე წამოძახებას ცოდვების წამოძახებას“, – განაცხადა გაბუნიამ.