კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული არ არის, ინტენსიური თოვის გამო, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკაც.

შეგახსენებთ, რომ კობი-გუდაურის გზაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თოვის და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ზვავდამცავი გვირაბების გავლით გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობენ. მიმოსვლას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მძღოლები გზის გახსნას ელოდებიან.