„ხელები შორს კვარაცხელიასგან, თუ ამ საღამომდე მოვედით, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა“ - იტალიელი ჟურნალისტი

კვარაცხელია

იტალიის „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე „მილანის“ წინააღმდეგ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიამ „პენალი“ გააფუჭა, რის გამოც გულშემატკივრების ნაწილმა ის  გააკრიტიკა.

აღნიშნულ კრიტიკას ნეაპოლელი ჟურნალისტი ანა ტრიესტე გამოეხმაურა.

ხელები შორს კვარაცხელიასგან! კი ბატონო, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა თუ ამ საღამომდე მოვედით და რაღაც დონეზე ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა“, - განაცხადა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.