კანადის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა და მუნდიალის პირველი მერვედფინალისტი გახდა

კანადის ნაკრებ

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას 32 ნაკრები განაგრძობს.  1/16-ფინალის პირველი მატჩში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და კანადის ნაკრებები დაუპირისპირდნენ – შეხვედრა კანადელთა გამარჯვებით დასრულდა და ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი პირველი მერვედფინალისტი გახდა.

მატჩის ბედი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გადაწყდა – კანადელთა შეტევა სტივენ ეუშტაკიომ გოლით დააგვირგვინა და კანადა მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდებსა და მაროკოს წყვილში გამარჯვებული იქნება – შეხვედრა 4 ივლისს გაიმართება.