ცნობილია, თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა
1737716193
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გაუკეთა ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობის დატოვებას. სერბმა ნახევარფინალში პირველი სეტი წააგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (6:7), რის შემდეგაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.
„ეს იყო კუნთის გაწყვეტა. ორი წლის წინ ამ ტრავმას იოლად გავუმკლავდი და დიდად არ მაწუხებდა კორტზე. დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო.
შესაძლოა, ეს იყო ჩემი ბოლო ავსტრალიის ღია? არ ვიცი. ასეთი ალბათობა არსებობს. უნდა დავაკვირდე, როგორ განვითარდება ეს სეზონი.
გავაგრძელებ თუ არა მუშაობას ენდი მარეისთან? არ ვიცი. ჩვენ ორივენი იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც ახლა მოხდა, ამიტომაც ჯერ არ გვილაპარაკია სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ორივე ოდნავ უნდა დავწყნარდეთ, და შემდეგ დავილაპარაკებთ ამ თემაზე“, – განაცხადა 37 წლის ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე.