ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში

კვარა

ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს. პარიზელებმა გუშინ „შტუტგარტი“ დაამარცხეს და პლეი-ოფში გავიდნენ.

„პსჟ“-ის ქართველ ახალწვეულს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ ჰქონდა, პლეი-ოფში კი ექნება.

ამისთვის აღნიშნულ ტურნირზე კლუბის მიერ კვარას დარეგისტრირებაა საჭირო.

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ხვალ გაიმართება. 1/16 ფინალში პარიზელების სავარაუდო მეტოქეები „მონაკო“ და „ბრესტი“ არიან.