მნიშვნელოვანი ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
1773217379
ირანის საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. ირანის სპორტის მინისტრმა, აჰმად დონიამალიმ, განაცხადა, რომ ქვეყანას ჩემპიონატში მონაწილეობის ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია:
„იმ სასტიკი ქმედებების გათვალისწინებით, რაც ირანის წინააღმდეგ განხორციელდა - ბოლო 8-9 თვის განმავლობაში ჩვენ თავს მოგვახვიეს ორი ომი, რომელშიც ათასობით ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, ცხადია, ასეთ პირობებში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი არ გვაქვს“, - განაცხადა მან.
28 თებერვლიდან ისრაელი და აშშ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ. საჰაერო დარტყმების მსხვერპლთა შორის არიან ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და მისი გარემოცვა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.