Independent: მე-18 წუთზე ესპანელთა კარში გასულმა ავტოგოლმა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ აახმაურა

კვარა

საქართველო-ესპანეთის დრამატულ დაპირისპირებაზე წერს გამოცემა Independent-ი.

„მე-18 წუთზე ესპანელთა კარში გასულმა ავტოგოლმა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ აახმაურა, ესპანეთის ნაკრები კი შოკში ჩააგდო, თუმცა ესპანელებმა მობილიზება მალევე შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი ქართველების კარში კიდევ 3 ბურთი გაიტანეს და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.