გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ქამარს დიდი ალბათობით ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. ცოტა ხნის წინ, „მატადორის“ მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა სოციალურ ქსელ Instagram-ში დაამატა სთორი, რომელშიც ვიგებთ, რომ თოფურია და გეიჯი ერთმანეთს UFC 322-ზე შეხვდებიან, თუმცა მალევე, ორზელმა სთორი წაშალა.
ამის მიუხედავად, ამერიკულ მედიაში ამტკიცებენ, რომ ილიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უკვე გადაწყვეტილია.
Ilia Topuria’s manager posted this. Looks like Justin Gaethje vs Ilia is next at UFC 322 pic.twitter.com/ASOTE6ITw0
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) August 27, 2025
ამას ისიც ემატება, რომ ამავე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რენატო მოიკანოს თქმით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UFC 322-ზე ორი საჩემპიონო ჩხუბი გაიმართება, სადაც მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება, მეორე საჩემპიონო ბრძოლა კი უმსუბუქეს წონაში, ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვანს შორის ჩატარდება.
ცნობისთვის, UFC 322 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში გაიმართება. ჯასტინ გეიჯის გარდა, თოფურიას პოტენციურ მეტოქეებად პედი პიმბლეტი და არმან ცარუკიანიც სახელდებოდნენ, თუმცა როგორც „მატადორის“ მენეჯერისგან და რენატო მოიკანოსგან ვიგებთ ილიას ქამრის დაცვა ამერიკელ მებრძოლთან მოუწევს.