ილია თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა - ქართველი მებრძოლი ბრძოლისთვის მზად არის

ილია თოფურია

ისტორიული ბრძოლა მოახლოვდა. ილია თოფურიამ (15-0) წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის.

თოფურია საუცხოო ფორმაშია და ამის შესახებ მან ბრძოლამდე უამრავ ინტერვიუში ისაუბრა. ილიას მეტოქე მაქს ჰოლოვეი (26-7) აქამდე არავის ,,დაუნოკაუტებია”. თოფურიას თქმით ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც მაქსის გათიშვას შეძლებს.

,,აბუ დაბიში” ილიას საგულშემატკივროდ მერაბ დვალიშვილიც ჩავიდა.

26 ოქტომბერს ღონისძიება 18:00 საათიდან დაიწყება, ქართველი ,,მატადორი” დღის ბოლო ბრძოლას გამართავს.