გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გუკეშ დომარაჯუ

ინდოელი გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, - წერს BBC.

სიმბოლურია, რომ ის 18 წლის ასაკში მეთვრამეტე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. დომარაჯუმ დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჩინეთიდან დინგ ლიჟენი. შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დომარაჯუ 12 წლის ასაკში გახდა გროსმაისტერი და ყოველთვის ოცნებობდა ჩემპიონობაზე. მისი მშობლები ექიმები არიან. მამა ქირურგია, დედა კი - მიკრობიოლოგი.

„თავიდან მე უბრალოდ ვადევნებდი თვალს, თუ როგორ თამაშობდნენ ჭადრაკს ჩემი ოჯახის წევრები, როგორც უბრალოდ ჰობი, როგორც ნებისმიერი სხვა სამაგიდო თამაში. თუმცა, შემდეგ მე დავინტერესდი თამაშით და დავრეგისტრირდი ჭადრაკის საზაფხულო ბანაკში. იქ ერთმა ტრენერმა ჩემი ნიჭი შენიშნა“, - აღნიშნა დომარაჯუმ.