გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის სახელის უკვდავსაყოფად თბილისის „იბერიამ“ მნიშვნელოვანი ინიციატივები დააანონსა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა.
„გიორგი ნემსაძე ქართული ფეხბურთისთვის და უშუალოდ „იბერიისთვის“ გამორჩეული ფიგურა იყო. მან თავისი ცხოვრებით სახელი ისედაც უკვდავყო, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ.
ცნობილია, რომ დიღომში ჩვენი გუნდის და აკადემიის საფეხბურთო ბაზა შენდება. გადავწყვიტეთ, რომ „იბერიის“ აკადემიის მთავარ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება. ამავე დროს, ვაპირებთ საერთაშორისო ტურნირის აღდგენას, რომელსაც „ნემსას თასი“ ეწოდება.
ასევე ვაპირებთ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე წიგნის გამოცემას, ხოლო სპორტის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი რეგიონებში ნიჭიერ ფეხბურთელებს შეარჩევს და გიორგის სახელობის სტიპენდიას გადავცემთ.
გარდა ამისა, თბილისის საკრებულოში შევიტანთ წინადადებას, რომ ქუჩას, სადაც გიორგი ნემსაძე ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭოს. ის არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, დიდი ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ ამას იმსახურებს“, – განაცხადა „იბერიის“ პრეზიდენტმა.