გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება?

გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს.

Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზრდა და ამჟამად, 35 მილიონ ევროს შეადგენს.