ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
1775239930
პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები დახვდნენ, რომლებმაც მედალოსნებს მადლობა გადაუხადეს.
პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. 19 წლის ანა ჯაფარიძემ კი ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს.