გერმანული მედია: საქართველო მოდის! გიჟური ტრაილერი თბილისში

kvara

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ გადასარევ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონი”, ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონი” და გელზენკირხენის “არენა აუფ შალკე”.

გერმანელები უკვე გველოდებიან! აი, როგორ გამოეხმაურა გერმანული სპორტული მედია საქართველოს ნაკრების გამარჯვებას:

BILD: "სიგიჟე! საქართველო გერმანიაში მოდის! დღეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურები გათამაშდა. პლეი ოფების პირველ ფინალში საქართველომ საბერძნეთი გიჟურ ტრილერში დაამარცხა. ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონს პენალტების სერიაში, 4:2 მოუგო. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, სტადიონზე ათასობით ქომაგი შეიჭრა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი კი დიდმა ზეიმმა მოიცვა. ქვეყანაში უდიდესი სიხარულია, რადგან საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე."

Kicker: "ისტორიული გამარჯვება პენალტების სერიაში - საქართველო ევროზე პირველად ითამაშებს! დაძაბული 90 წუთის შემდეგ, დამატებით ტაიმებში ქართველებმა ბერძნებს არაფერი გააბედინეს და პენალტების სერიაში უკეთესი ნერვები აღმოაჩნდათ. ისტორიული მოგების შემდეგ დედაქალაქი თბილისი თავდაყირა დგას! ათასობით ქომაგი მოედანზე შეიჭრა, გულშემატკივრები თავიანთ გმირებთან ერთად ზეიმობდნენ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასვლას. გერმანიაში ქართველებს ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან მატჩები ელით."

წყარო: europop.ge