1732386875
„გავიგე, დიდ ეკლესიას აშენებს... ცხოვრებაში ჩვეულებრივი, მშვიდი ბიჭია“ - „სოჭის“ თავდამსხმელი კვარაცხელიაზე
„სოჭის“ თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ Sportbox-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი მატჩის დროს გაიცნეს.
გიორგი მელქაძე: - მახსოვს, როდესაც პირველად მივესალმე, მეგონა, რუსული იცოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა - არა. ვუთხარი: „როგორაა საქმეები?“. როდესაც მიპასუხა, მივხვდი, რომ რუსულად ვერ ლაპარაკობდა. შემდეგ მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით.
ცხოვრებაში ჩვენ განსაკუთრებულად ახლო მეგობრები არ ვართ. ნაცნობები ვართ, ერთმანეთს დაბადების დღეებს ვულოცავთ, თუმცა ისე არაა, რომ მე მას, ან მან მე მკითხოს, როგორაა საქმეები. როგორც შევატყვე, ცხოვრებაში ჩვეულებრივი, მშვიდი ბიჭია. გავიგე, საქართველოში, მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს.
სოფელში თავის სახლთან ყოველთვის ბავშვები ელოდებიან, რომლებთანაც სურათებს იღებს, როდესაც საქმეებზე ქალაქში მიდის. ის უბრალო ბიჭია.
- შეგეძლო წარმოგედგინა, რომ იტალიაში ასეთი წარმატებული დებიუტი ექნებოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა. როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე, რბილად რომ ვთქვა, ცოტა შოკში ვიყავი. თან მაშინ შეცვლაზე შემოვიდა და პირველივე წუთიდან არ უთამაშია.
- კვარაცხელიასთვის „ნაპოლი“ ზღვარია?
- სრულიადაც არა. შეუძლია თავისი კვალი არა მარტო „ნაპოლიში“, არამედ მთელ მსოფლიო ფეხბურთში დატოვოს.