გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რამაზ გოგობერიშვილი

რამაზ გოგობერიშვილი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი მოთამაშე რამაზ გოგობერიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი 90-იან წლებში ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩატარებულ 17 მატჩში 151 ქულა აქვს მოგროვებული.

რამაზ გოგობერიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, თბილისის „დინამოში“, საბერძნეთის პაოკ-სა და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში „რუსთავს“ ხელმძღვანელობდა.

ასევე ნახეთ:

„მე არ ვიცოდი წყევლის შესახებ, არ ვიცოდი, რომ ქვების აღების უფლება არ მქონდა“ - პომპეის წყევლა, რომელსაც ადამიანებისთვის უბედურება მოაქვს

მთვრალმა ექიმმა საკეისრო კვეთის დროს პაციენტს საყლაპავი მილი დაუხშო და მოკლა (უცხოეთი)