ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
უცნაურია, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ფეხბურთელები, უმეტეს შემთხვევაში, მეორე ნახევრებად მოდელებს ირჩევენ. ალბათ ამაზე ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ორივე პროფესია დიდ შრომას, ენერგიასა და დროს მოითხოვს.
გულშემატკივრები ფავორიტი სპორტსმენების როგორც კარიერით, ასევე პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებიან, რაც სრულიად ნორმალურია. აინტერესებთ მათი ჩაცმის სტილი, ყოველდღიურობა, შესაბამისად, სპორტსმენების მეორე ნახევრები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. გარდა ამისა, ზოგჯერ, ბევრ სასარგებლო რჩევებსაც იღებენ მოდასა და დიზაინთან დაკავშირებით.
„პრაიმტაიმი“ რამდენიმე მათგანის მცირე ისტორიას გთავაზობთ.
ვაკო ყაზაიშვილის მეორე ნახევარი გვანცა ნიშნიანიძეა. წყვილმა ოჯახი 19 წლის ასაკში შექმნა. ერთ-ერთ ინტერვიუში გვანცა ამბობდა, რომ ბავშვობის ოცნება მსახიობობა იყო, თუმცა ხელი ნაადრევმა ქორწინებამ შეუშალა. წყვილს 2 შვილი ჰყავს.
ლაშა დვალის უმშვენიერესი მეორე ნახევარი მაკა ბუაჩიძეა. რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ წყვილმა ოჯახი 2019 წელს შექმნა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეყვარებულის ვინაობა ახლახან გაამხილა. მისი რჩეული ნიცა თავაძეა. ის სამედიცინოზე სწავლობს და როგორც ხვიჩა ამბობს, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს. წყვილს სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები არ აქვს.
ნიკა ჭანტურიას ულამაზესი მეუღლე ნია წივწივაძეა, რომელიც 2017 წელს მის საქართველო გახდა და მის მსოფლიო 2018 წლის კონკურსანტი იყო. წყვილი ხშირად მოგზაურობს.
გურამ კაშიას უმშვენიერესი მეორე ნახევარი თამთა გიგაშვილია. გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.
ბუბა დაუშვილის მეუღლე ეკო დაუშვილი, პროფესიით მოდელია.