ფიგურული ციგურაობა|ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

ნიკა ეგაძე

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ვაჟთა შორის ერთეულებში იასპარეზა.

მან მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებისგან 91,28 ქულა მიიღო. ამ მაჩვენებლით ის საუკეთესო იყო. ევროპის ჩემპიონი კი მოკლე და თავისუფალ პროგრამაში ნაჩვენები შედეგების შეჯამებით გამოვლინდება.

ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას 17 იანვარს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სპორტულ ცეკვებში, წყვილთა შორის თავისუფალ პროგრამას ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა წარმოადგენენ. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან.