იაპონიის კუნძულებზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში 900 მიწისძვრა მოხდა
1751651363
ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.
იტალიაში გამართულ ევროპირველობაზე, ქართველმა მოჭიდავეებმა შვიდი მედალი მოიპოვეს - 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 135 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონები: ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა კოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კობა ქარუმიძე, ვახტანგ ლოლუა, ანრი ხოზრევანიძე და საბა ფურცელაძე დაეუფლნენ.
დღეიდან ევროპის ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ჩაებმება.