1770671781
ევროპის 2026 წლის წყალსათხილამურო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება
ლონდონში ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამური კონფედერციის კონგრესი გაიმართა, რომელსაც საქართველოდან, წყალსათხილამური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კუბლაშვილი, ფოთის ტბის კლუბის დამფუძნებელი კონსტანტინე ოსიპოვი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი არჩემაშვილი ესწრებოდნე.
კონგრესზე, რომელიც მსოფლიო წყალსათხილამურო და ვეიკბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოს ანტონიო პერეზმა გახსნა, სპორტის ამ სახეობაში 2026 წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები დასახელდა. მათ შორის, მთავარი ღონისძიება, 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი, რომლის ჩატარების თარიღია 24-26 ივლისი, ჩატარების ადგილი კი საქართველო, კერძოდ ქალაქი ფოთი, მალთაყვის ოქროს ტბა. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა სმიიღებენ სპორტსმენები ევროპისა და აფრიკის ოცი ქვეყნებიდან.
კონგრესს ესწრებოდნენ წყალსათხილამურო სპორტის ევროპული კომისიისა და ევროპის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი პატრის მარტინი, ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი მარიან პერსონსი და სხვა.











