„ეს დასაწყისია! ახლა კი ნაკრების დროა, მალე შევხვდებით“ – რა კადრებს აქვეყნებს ზურიკო დავითაშვილი

დავით

 „ზურიკო დავითაშვილი შეუჩერებელია“  – გუშინდელი მატჩის შემდეგ ასე აფასებს უცხოური პრესა ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს.

ქართველმა ნახევარმცველმა, საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ზურიკო „სენტ ეტიენს“ „ოსერის“ დამარცხებაში დაეხმარა და ანალიტიკური ვებგვერდებისგან უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა.

პორტალმა Flashscore-მა მას 9,0 ქულა დაუწერა, Whoscored-მა კი ქართველი ფეხბურთელის თამაში უმაღლესი, 10 ქულით შეაფასა.

„უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, პირველი ჰეთ-თრიქი პროფესიონალურ კარიერაში და 3 ქულა საოცარი ფანებისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს ავრცელებს.

„უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, პირველი ჰეთ-თრიქი პროფესიონალურ კარიერაში და 3 ქულა საოცარი ფანებისთვის.

ეს დასაწყისია! ახლა კი ნაკრების დროა, მალე შევხვდებით 🇬🇪❤️“ – წერს ზურიკო დავითაშვილი.