ეროვნულ ნაკრებს ქართველი ერი მადლობას უხდის - „თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია!, თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო“

ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე, კიოლნში დაასრულა.

ნაკრების ფეხბურთელებს სრულიად საქართველო ამ დიდი სანახაობისთვის და თავდადებული ბრძოლისთვის მადლობა უხდის.

„დიდი მადლობა ბიჭებო!!! ეს მარტო შეჯიბრი არ იყო ….
თქვენ შექმენით პრეცედენტი!
თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია!
თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო!
თქვენ ამაყად გვატარეთ, მთელი ეს პერიოდი გერმანიის ქალაქებში!
თქვენ ჩვენ გაგვაერთიანეთ!
მადლობა! და ეს მხოლოდ დასაწყისია!!!!“, – წერს რუსკა ქარქაშაძე.

პოსტს ასევე აქვეყნებს ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.

„ამდენი სიხარული ერთად და ყველასი უკლებლივ პირველად განვიცადე… დავიჯერეთ ბევრი რამ ამ პატარა ბიჭების სიყოჩაღით და მადლობელი ვარ მათი ამ ბედნიერებისთვის“, – წერს თიკა ფაცაცია.