„ძალიან არ მომეწონა, რომ ხვიჩამ ასაკობრივ ნაკრებში არ ითამაშა... უარი ამპარტავნება მგონია...“ - ელისაშვილი

კვარა და ალეკო

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

პოლიტიკოსი წერს, რომ ხვიჩას მხრიდან ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარი არ მოეწონა. მისივე თქმით, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარი ამპარტავნებაა.

„ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს“, - წერს ალეკო ელისაშვილი. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: ეს უნდა ნახოთ! - ნიკა გაგნიძის ემოციური კადრები, გოლის გატანის შემდეგ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

,,ნუ მე მწერთ და ნურც ჩემს ძმას..." - ლენუკა ყიფშიძის პირველი კომენტარი გიორგისა და ენის გაშორებაზე