ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა, ერთი აგურის დადგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის - მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. რიყის პარკში, გულშემატკივრების შემდეგ, ის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მის გეგმებზე ისაუბრა.

"ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა და ერთი აგურის დადგმა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, რასაც ვაკეთებ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა - ამერიკაში ჩასვლიდან, თუნდაც პირად საუბრებში, სადაც შანსი მომეცემა. ყველგან ხაზს ვუსვამდი ჩვენს ქვეყანას. არაფერი არ შეცვლილა ჩემში, რაც ვიყავი 13 წლის თუნდაც რომ ჩავედი მაშინ, იგივეა ახლაც", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

UFC-ის ჩემპიონი თბილისში ამერიკიდან დილით, საკუთარ მწვრთნელთან ერთად ჩამოფრინდა. ერთ კვირაში 4 წლის ქართველი მებრძოლი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება. მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს დაიცვა, მან ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.