ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ზარიას დებიუტი შედგა

ჰო

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ტურნირზე პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა. ის „გალათასარაისთან“ თამაშში ალისონის ტრავმის შემდეგ, მეორე ტაიმში ჩაერთო. მამარდაშვილს გოლი არ გაუშვია, თუმცა „გალათასარაიმ“ პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით შეძლო მატჩის მოგება.

ამასთან, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ მიღებული ტრავმის გამო ალისონის ჩელსისთან თამაში გამოირიცხა. შესაბამისად, შაბათს მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ-ლიგაში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ითამაშა „კაირატის“ ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ. ის მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა. ყაზახური გუნდი ესპანელებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.

დღეს კი ტურნირზე კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელის კლუბი იასპარეზებს. ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „იუვენტუსს“, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ კი „ნაპოლის“.