პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრა შეაფასა და მომავალ მატჩზეც ისაუბრა.
„რთული თამაში იყო. გუნდმა შესანიშნავად დაიწყო, მეორე ტაიმიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტს ველოდებით. ვცდილობთ, გამოვასწოროთ შეცდომები და შემდეგი მატჩისთვის ჩვენთვის დამახასიათებელი განწყობა დავიბრუნოთ. რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, გვჯერა, რომ ავდგებით და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.
შემდეგი მატჩი ჩეხეთთან ნამდვილი ფინალი იქნება. ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიფის ფინალის ტოლფასს შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი ოლომპოუცში 19 ნოემბერს გაიმართება.