ჩაქვში რაგბის მოედანი შენდება

ჩაქვში რაგბის მოედანი შენდება

ჩაქვში რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. დასრულდა ტრიბუნების კარკასის მშენებლობა და ტერიტორიის ნაწილობრივი შემოღობვა. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„თანამედროვე სტანდარტების სპორტულ ობიექტში სავარჯიშო და სატრენაჟორო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და ადმინისტრაციული ცენტრი განთავსდება. რაგბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები მოეწყობა. რაგბის მოედნის სამშენებლო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში