ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა

შოჰეი ონო

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ლეგენდარულ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ჩვენს ქვეყანასი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვეტერანი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, ასევე ვეტერანი ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ბოლნისის მკვიდრი გოგა და კოკა აბრამიშვილების ორგანიზებით იმყოფება.

ბოლნისის ახალ სპორტკომპლექსში სტუმრებმა სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს, წარმატება უსურვეს და ძიუდოისტებს საჩუქრად კიმონოები გადასცეს.

ბუბა გობეჯიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სტუმრებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი დაათვალიერეს და ბოლნისურ ღვინოსა და ადგილობრივ ნაწარმს გაეცნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.