ცუგამ პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა (VIDEO)

პონჩო

2018 წელს მადრიდის მუნიციპალურმა პოლიციამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ძაღლმა, სახელად პონჩომ, ტრენინგისას პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება გაუწია.

ნახეთ ვიდეო:

 

როგორც მადრიდის მუნიციპალურმა პოლიციამ განაცხადა, პონჩოს ერთი წუთითაც კი არ უყოყმანია, ისე გაემართა ოფიცრის "სიცოცხლის გადასარჩენად".

მართალია, პონჩოს მიერ ჩატარებული პირველადი დახმარება ნამდვილ გადაუდებელ სიტუაციაში სავარაუდოდ ეფექტურად არ იმუშავებდა, თუმცა, მისი მცდელობა მაინც ძალიან საყვარელი და დასაფასებელია.