1758302106
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.
დღესვე, რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ).
ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.