ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ვახტანგ ლოლუა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ვახტანგ ლოლუა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ფინალში გავიდა – ქარველმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალში სომხეთის წარმომადგენელს, მანველ ხაჩატრიანს 3:1 მოუგო და ოქროს მედლისთვის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ემინ სეფერშაევს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშია ასევე 77 კგ-ში მოასპარეზე რამაზ ზოიძე, რომელიც ფინალის საგზურისთვის მოგვიანებით იჭიდავებს.

ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო, ფინალური შეხვედრები კი 21 აპრილს გაიმართება.