1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდში გატარებული წლები დაუვიწყარი თავგადასავალი იყო.
ილიას ზუროსი: „საქართველოს ნაკრებთან ერთად გატარებული ბოლო რვა წელი ფანტასტიკური თავგადასავალი იყო. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ლამაზი მოგონებებისთვის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ნიჭიერ მოთამშეებთან ერთად მუშაობა და განვითარება ჩემთვის პრივილეგია იყო.
ამაყი ვარ და ბედნიერი, რომ ამ მშვენიერ, საოცარ ქვეყანას წარმოვადგენდი! მძიმე შრომა და თანვგანწირვა დაგვიფასდა – მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რას ნიშნავს დისციპლინა და შრომა! სამომავლოდ ყველას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევებს და წარმატების ახალ ისტორიის შექმნას“.
ასევე ნახეთ: