„ბარსელონაში“ არ დავბრუნდები - მესი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

მესი ბარსელონაში ბრუნდება

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

„ძალიან მინდოდა, რომ „ბარსელონაში“ დავბრუნებულიყავი, თუმცა მეორე მხრივ, აღარ მინდოდა იმ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, რომელიც ამ გუნდიდან წამოსვლისას გამოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ პრესაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონამ“ ლა ლიგასთან ყველა პრობლემა მოაგვარა, სინამდვილეში, კიდევ უამრავი საკითხი იყო გადასაჭრელი. როგორც გავიგე, მათ ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების დაკლება უწევდათ, რათა მე მივსულიყავი და არ მინდოდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვყოფილიყავი. უკვე ბევრ ისეთ რამეს მაბრალებენ, რისი ნაწილიც არ ვარ და ცოტა დავიღალე.

მინდოდა, რომ გადაწყვეტილება ჩემით მიმეღო და ამიტომაც, ჩემი „ბარსელონაში“ დაბრუნება აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, არ შემეძლო. „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ. შემოთავაზება ბევრი ევროპული გუნდისგან მქონდა, თუმცა მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში მსურდა.

ერთ დღეს ბარსელონაში აუცილებლად დავბრუნდები და იქ ვიცხოვრებ. თავს ყველაზე ბედნიერად მეც და ჩემი ოჯახიც სწორედ ამ ქალაქში ვგრძნობთ. ვაფასებ იმ სიყვარულს, რაც ამ წლების განმავლობაში განვიცადე და ძალიან მსურს, უკან დავბრუნდე“, - აღნიშნა მესიმ.