„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობას კიდევ ორი ცნობილი ფეხბურთელი შეემატა. თბილისში ჩამოსვლას ლუდოვიკ ჟიული და მაქსველი გეგმავენ.
ლუდოვიკ ჟიული, ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი შემტევი, „ბარსელონაში“ 2004-2007 წლებში თამაშობდა. გუნდის მაისურით მან 125 შეხვედრა ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჟიულიმ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.
ბრაზილიელი მაქსველი კი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მარცხენა მცველი იყო კლუბის ისტორიაში. 2009-2012 წლებში მან „ბარსელონასთან“ ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. კარიერის განმავლობაში მაქსველი ოთხი ქვეყნის — ნიდერლანდების, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის პირველად ითამაშებს „ბარსელონას“ ლეგენდებთან ერთად და ეს სწორედ თბილისში მოხდება.
16 მაისს, თბილისის „დინამო არენაზე“ „ბარსელონას“ ლეგენდები საქართველოს ნაკრების ვეტერანებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.