1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება. „2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია. დღეს ვარჯიშების დაწყების დიდი სტარტია. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონატი გახსნილია, რადგან ვარჯიშები დაიწყო. 18 თებერვალს გახსნის ოფიციალური ღონისძიებაა. 19 თებერვლიდან კი უკვე პირველი ფინალები იწყება. ჩვენმა გუნდმა, ფედერაციამ, ყველა იმ უწყებამ, რომელიც ჩართული იყო ჩემპიონატის მომზადებაში დიდი ნაბიჯები გადადგა. ეს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის ჩემპიონატია“, – აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.
შეჯიბრებაში მონაწილეობას 50 სპორტსმენი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია.
სწორედ აქ შეიკრიბება ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის გამოვლენ ქართველი ათლეტები სქი-ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.