„ასეთი რამ იშვიათად მინახავს", - ენრიკე მარცხის შემდეგ

ლუის ენრიკე

საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე ნიცას დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. პარიზელებმა ამ სეზონში პირველად წააგეს.

მატჩის შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. 

„ასეთი რამ იშვიათად მინახავს - 30 საგოლე მომენტი შევქმენით და მაინც წავაგეთ. ვფიქრობ, რეზულტატი შედეგს არ ასახავს, ამიტომ გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არ ვარ.

სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არსენალთან მატჩს სრულად მზად შევხვდეთ. უკვე წლებია, საფრანგეთში საუკეთესო გუნდი ვართ, ახლა კი დროა ეს ჩემპიონთა ლიგაზეც დავამტკიცოთ.

პსჟ-ს გულშემატკივრებზე ვიტყვი, რომ მსგავსი ქომაგობა არსად მინახავს. ვაგებდით, ისინი კი 90 წუთი არ გაჩერებულან და გვამხნევებდნენ.  "- ამბობს ლუის ენრიკე.