არჩილ მალაყმაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

არჩილ მალაყმაძე

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, არჩილ მალაყლაძემ იასპარეზე და აკვრის მოძრაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში მალაყმაძემ 153 კილოგრამი დაძლია, რაც მეხუთე შედეგი იყო, ხოლო აკვრაში 183 კილოგრამის დაფიქსირება მოახერხა და მესამე ადგილი დაიკავა.

ორჭიდის ჯამში მალაყმაძე 336 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა.