უებარი რეცეპტი დედა ელისაბედისგან - ძლიერი იმუნიტეტი და დაცვა ალცჰაიმერისგან
1777410699
მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში ტრაგედია დატრიალდა.
ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაღუპულია 10 წლის ელდარ ჰუსეინოვი.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს მანქანა სახლთან დაეჯახა.
„ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები ზედმეტია... ბავშვის სახლთან მოხდა ეს ამბავი. დაეჯახა სწრაფად მიმავალი მანქანა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს“, - ამბობს ადგილობრივი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.