1751402301
ანრი ფუტკარაძე 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ანრი ფუტკარაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია.
იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ტურნირის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელსაც ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მამადოვი დაამარცხა.