1771482704
ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში დღეს ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.
ფიგურულ ციგურაობაში გამოსვლები 22:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას ანგარიშზე 71,77 ქულაა და მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად გამოვა.
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს. შეჯიბრებაზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა – მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.










