1738558660
„ამით ბედნიერები ვართ - ქართველი გულშემატკივარი, ჩვენს გამო, სტადიონზე ბოლომდე იხარჯება... ჩვენც იმავეს შემოგთავაზებთ!“ - გიორგი ქვილითაია
ამით ბედნიერები ვართ - ქართველი გულშემატკივარი, ჩვენს გამო, სტადიონზე ბოლომდე იხარჯება... ჩვენს იმავეს შემოგთავაზებთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქვილითაიამ მედიასთან განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სტადიონზე ბევრად ნაკლები ვიყავით, მართლა იგრძნობოდა ქართველი გულშემატკივრის გვერდით დგომა. ეს მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. ამით ბედნიერები ვართ - ქართველი გულშემატკივარი, ჩვენს გამო, სტადიონზე ბოლომდე იხარჯება. ჩვენც აუცილებლად იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, აუცილებლად ბოლომდე დავიხარჯებით.
გულშემატკივრები, რომლებიც მოვლენ და ბოლომდე ჩვენს გვერდით იქნებიან, აუცილებლად წავლენ კმაყოფილები,“ - თქვა გიორგი ქვილითაიამ ჟურნალისტებთან.'
ავტორი: ირაკლი გოგვაძე