„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ნეაპოლის ფინანსურმა პოლიციამ ქალაქში აღმოაჩინა ქარხანა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ყალბ მაისურებს ამზადებდნენ.
იტალიური მედიის ცნობით, საწარმო ნეაპოლის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარეობდა. ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით კვარაცხელიას და ოსიმენის მაისურები, ასევე კლუბის დროშები, ეტიკეტები და სხვა ყალბი ნივთები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, ქარხანა ყველა საჭირო ინვენტარით იყო აღჭურვილი. აღმოჩენილია 17 საკერავი მანქანა, ლოგოების საბეჭდი სპეციალური მოწყობილობა, კვარაცხელიასა და ოსიმენის 1250 მაისური, კლუბის 1200 საფირმო ეტიკეტი და 200 ცალი „პალერმოს“ მაისური, რის გამოც ვარაუდობენ, რომ საწარმოს მფლობელს სიცილიასთან აქტიური კავშირი აქვს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ქარხანაში 4 არალეგალი თანამშრომელი დახვდა. საწარმოს მფლობელი კი იდენტიფიცირებულია, თუმცა, მას ამ დრომდე ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალური ბიზნესი საკმაოდ წარმატებული იყო, რამაც „ნაპოლის“ ოფიციალურ მაღაზიის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.